ქ.ბოლნისის 1-ლი საჯარო სკოლა დაარსდა 1942 წელს და აქვს 72 წლიანი ღირსეული ისტორია. ბოლნისის დღევანდელი სკოლა მემკვიდრეა იმ მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციებისა, რომელსაც ნერგავდნენ თვით ბოლნისის საამაყო მამულიშვილები იაკობ ცურტაველი და სულხან-საბა ორბელიანი. სკოლაში სწავლობს 730 მოსწავლე.
მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისათვის , ჩემი აზრით ,მნიშვნელოვანია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა,რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მოსწავლეებში 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მე, როგორც კლასის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვცდილობ მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის ხარისხის გაზრდას მზგავს პროექტებსა თუ ღონისძიებებში.
26.03.2015 წ.



No comments:
Post a Comment