ჩემი სკოლა და ჩემი კლასი

   ქ.ბოლნისის 1-ლი საჯარო სკოლა დაარსდა 1942 წელს და აქვს 72 წლიანი ღირსეული ისტორია. ბოლნისის დღევანდელი სკოლა მემკვიდრეა იმ მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციებისა, რომელსაც ნერგავდნენ თვით ბოლნისის საამაყო მამულიშვილები იაკობ ცურტაველი და სულხან-საბა ორბელიანი. სკოლაში სწავლობს 730 მოსწავლე.



 მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისათვის , ჩემი აზრით ,მნიშვნელოვანია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა,რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მოსწავლეებში 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მე,  როგორც კლასის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვცდილობ მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის ხარისხის გაზრდას მზგავს პროექტებსა თუ ღონისძიებებში.

26.03.2015 წ.

ინტელექტუალური თამაში ,, რა ? სად ? როდის ?

აქცია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" 02.05.2015 წ. დღეს გარემოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. 130 ქვეყანა ფართომსაშტაბიანი აქციებით მონაწილეობს კამპანიაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო.” საყოველთაო აქციას ბოლნისის N1 საჯარო სკოლაც შეუერთდა.აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას იღებდა Xა კლასი,დავასუფთავეთ საკლასო ოთახი და კლასის მიმდებარე ტერიტორია.

No comments:

Post a Comment