მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით, დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ“- გვმოძღვრავს ილია. ბავშვობა ყველაზე რთული, ამავე დროს საოცრად ლაღი და უზრუნველი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ეს პიროვნების ფორმირების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სკოლასთან ასოცირდება ყველაზე ფერადოვანი მოგონებები და აქ გატარებული წლები უკავშირდება ზღაპრულს, უზრუნველს, ბედნიერს და იდილურს.
გადის წლები... მოდის ახალი თაობა. ბავშვის შინაგანი ბუნება კი იგივე რჩება. მასწავლებელი უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვებზე, მათ მომავალსა და მისწრაფებებზე. ის წარუშლელ კვალს ტოვებს თითოეული მოზარდის ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment